პირველი კახური შატო - დათო ტურაშვილი

პირველი კახური შატო - დათო ტურაშვილი – 08.03.2012

პირველი კახური შატო, სადაც შარშანდელი შემოდგომის ერთ ღამეს, სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი (მეგობრებთან ერთად), თელავსა და შუამთას შორის მდებარეობს და შატო მერე ჰქვია. უფრო სწორად კი, “მერე” ჰქვია იმ სოფელს, რომელიც იქვეა და რომლის სახელიც ავტორებმა პირველ კახურ შატოს, აშენებისთანავე დაარქვეს. შეიძლება კახეთში, პირველი შატო, გაცილებით ადრე და თანაც სხვაგან ააგეს, მაგრამ იმ დღის შემდეგ, ჩემთვის პირველი კახური შატო (ყველა თვალსაზრისით), სწორედ ეს არის.

 

მთავარი საზომი და კრიტერიუმი კი ჩემთვის, (ყველგან და ყველაფერში), რასაკვირველია მაინც ადამიანია და აქ კი ისეთი კარგი ადამიანები გიმასპინძლებენ, რომ (ჩემსავით) აუცილებლად მოგინდებათ უკან დაბრუნება. ხოლო თუ დაბრუნდებით (ან პირველად ესტუმრებით შატო “მერეს”), იქ აუცილებლად დაგხვდებათ გია პირადაშვილი ან ნინო გაგუა (ან ორივენი ერთად), რომლებმაც ჯერ ოჯახი შექმნეს და მერე ყველაფერი დანარჩენი, მაგრამ მათთვის ნებისმიერი სტუმარი, გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ კლიენტი. ამიტომაც ისინი თვითონვე მოგემსახურებიან, თუ სხვაგან წასვლას არ ინებებთ და იქვე შეუკვეთავთ ნებისმიერ ქართულ (ან არაქართულ) კერძს და სხვაგან წასვლას კი ნამდვილად არ გირჩევთ, რადგან ყველაზე გემრიელი სადილისა თუ ვახშმისთვის, მთელი კახეთიდან, სწორედ აქ მოდიან. თუმცა გულწრფელად იმასაც გირჩევთ რომ მხოლოდ გასტრონომიული მიზნებით ნუ ეწვევით შატო “მერეს” და ერთი ღამით მაინც დარჩით სასტუმროში, რადგან ვერც კი გაიხსენებთ, ბოლოს როდის ნახეთ საქართველოში (ან სადმე სხვაგან), ასეთი გემოვნებიანი დიზაინი საძინებელ ოთახებში. განსაკუთრებული გემოვნება კი იმ სასტუმრო დარბაზში იგრძნობა, სადაც საღამოობით სტუმრები და მასპინძლები ერთად იკრიბებიან და დიდი ლამაზი ბუხარიც ყველას ათბობს. ამ დროს ყველაზე რთულია შემოთავაზებულ ღვინოზე უარის თქმა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ აქაური ღვინო, იმდენად გემრიელია, რომ აქედან დაბრუნების შემდეგ, აუცილებლად დაიწყებთ ყველგან იმ ღვინოების ძებნას, რომელსაც კომპანია “ვინივერია” აწარმოებს.


თუმცა მანამდე, ანუ შატო “მერეში” გათენებული ღამის შემდეგ, თქვენ გელით საოცარი დილა, რადგან აივნიდან კავკასიონის ისეთ  არაჩვეულებრივ ხედს აღმოაჩენთ, რომ მოგეჩვენებათ კიდეც რომ სწორედ ახლა, სამყაროს ცენტრში ხართ. სინამდვილეში კი შუაგულ კახეთში ბრძანდებით და ნებისმიერი ისტორიული ძეგლიდანაც (რომლითაც კახელები სამართლიანად ამაყობენ), მხოლოდ რამდენიმე (ან რამდენიმე ათეული) კილომეტრი გაშორებთ. ყველაზე ახლოს, მაინც შუამთის კომპლექსია და მშვენიერი კახეთის დათვალიერება, შეგიძლიათ სწორედ აქედან ცხენებითაც დაიწყოთ. ხოლო როდესაც კახეთის ღირსშესანიშნაობებს ნახავთ და ადგილობრივი კულტურასა და ტრადიციებს, მეტნაკლებად გაეცნობით, მიხვდებით რომ შატო “მერე”, სწორედ უძველესი ქართული არქიტექტურისა და ძალიან თანამედროვე მოთხოვნების, ძალიან გემოვნებიანი სინთეზია.


რასაკვირველია იმის აღნიშვნაც აუცილებელია, რომ საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან შატო “მერემდე” მანძილი, ძალიან დამოკლდა გომბორის გზის აღდგენის შემდეგ და თუ ადამიანებს აქვთ საშუალება რომ საქართველო დაათვალიერონ, ჩვენი რჩევა იქნება რომ სწორედ აქედან დაიწყონ.
მოკლედ, ჯერ შატო “მერე” და მერე ყველაფერი დანარჩენი...


ასევე იხილეთ »
17.08.2013 საზაფხულო აქცია გარუჯვის მოყვარულებისთვის!
10.04.2013 ჟურნალი სითის რედაქტორი ეკა ხოფერია შატო მერეს შესახებ აპრილის ნომერში გვიყვება.
02.02.2013 შატო მერეს სხვადასხვა ქვეყნის ღვინის ბლოგერები ესტუმრნენ
29.11.2012 გაატარეთ 3 დაუვიწყარი ღამე შატო მერეში თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად და ისარგებლეთ 150 ლარიანი ფასდაკლებით!

დაჯავშნა

გაწევრიანდით და მიიღეთ ინფორმაცია შატო მერეს სიახლეებისა და ღონისძიებების შესახებ.

მდებარეობა/მგზავრობა

შატო მერე ქ. თელავის მახლობლად, თბილისიდან დაახლოებით ერთი საათის სავალ მანძილზეა.