დასვენება და გართობა

დასვენება და გართობა

მესამე სართულის ღია ვერანდა ჯაკუზით დასვენების სრულ კომფორტს ქმნის კავკასიონისა და ალაზნის ველის მშვენიერი ხედებით.

 

ცურვის, გარუჯვის და გაგრილების მსურველებს საშუალება აქვთ სასტუმროს ეზოში ღია აუზს ეწვიონ, რომლის სეზონიც ადგილობრივი კლიმატის წყალობით მაისის დასაწყისიდან ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება.

 

სასტუმროს კომპლექსში შედის „ვინივერიას“ ღვინის მარანი, სადეგუსტაციო დარბაზი და ღვინის საწარმო. სტუმრებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ „ვინივერიას“ თეთრი და წილელი ღვინოები, სეზონის მიხედვით მონაწილეობა მიიღონ რთველში, დაწურონ ყურძენი საწნახელში, ჩამოასხან საკუთარი სახელობის ექსკლუზიური ღვინო, გაეცნონ ღვინის დაყენებისა და ყველის დაძველების ტექნოლოგიებს, გამოაცხონ თონეში პური, ამოავლონ ჩურჩხელა, შეისყიდონ ადგილობრივი პროდუქცია და ხელნაკეთი ნივთები.

 

„შატო მერეს“ საკუთარი საჯინიბო აქვს. შესაბამისად, კახეთის ბუნების დათვალიერება არაბული ცხენებით არის შესაძლებელი. სურვილის შემთხვევაში, სტუმრებს შეეძლებათ ცხენზე ჯდომის სპეციალური გაკვეთილებიც მიიღონ და ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებს ტყეში სპეციალურად შედგენილი ტურისტული ბილიკებით ესტუმრონ. შატოს მიმდებარე ტერიტორია საუკეთესოა ლაშქრობის მოყვარულთათვის.


დაჯავშნა

გაწევრიანდით და მიიღეთ ინფორმაცია შატო მერეს სიახლეებისა და ღონისძიებების შესახებ.

მდებარეობა/მგზავრობა

შატო მერე ქ. თელავის მახლობლად, თბილისიდან დაახლოებით ერთი საათის სავალ მანძილზეა.