ვინივერია

ვინივერია

ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვინივერია“ 2005 წელს დაფუძნდა. ადგილობრივი ყურძნის გადამუშავებით დამზადებული თეთრი და წითელი ღვინოების ექსპორტს კომპანია სხვადასხვა ქვეყნებში ახორციელებს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, უკრაინასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში. „ვინივერიას“ ვინოთეკა მოიცავს ისეთ ღვინოებს, როგორიცაა: ქისი, ხიხვი, კახური მწვანე, რქაწითელი, საფერავი და ქინძმარაული. ,,ვინივერია“-ს საწარმოში დაწურული ყურძენი მოკრეფილია ისეთ ვენახებში, სადაც ვაზის ასაკი მინიმუმ 20-25 წელია.

 

კომპანიაში ღვინოს ამზადებენ როგორც ევროპული, ასევე ტრადიციული კახური ტექნოლოგიით - ქვევრში. ღვინის კახური წესით დაყენების დროს ყურძენი იწურება ქვევრში, სადაც ხდება მისი დადუღება და შემდეგ 6 თვიანი მაცერაცია (ჭაჭა-კლერტზე დაყოვნება). ამ პერიოდის შემდეგ ღვინო კრისტალურად გამჭვირვალე და სტაბილურია, არ საჭიროებს დამუშავებას და ფილტრაციას, გამოირჩევა მშრალი ხილის, ნიგვზის, თამბაქოს და ახლად გათლილი ხის ტონებით. ევროპული ტიპის ღვინო, თანამედროვე იტალიურ დანადგარებში ყურძნის ნაზი გამოწნეხვის, დაწმენდის და დადუღების შედეგად მზადდება. დუღილი საშუალოდ ორ კვირას გრძელდება 13-150C-ზე, რის შედეგადაც ვიღებთ ციტრუსით, ნაზი ტკბილი ყვავილებით თუ ტროპიკული ხილის არომატით მდიდარ ევროპული ტიპის ღვინოს.

 

საწარმოში ასევე იწარმოება ღვინოები, რომლებიც დაძველება-დავარგებას ფრანგული მუხის კასრებში გადიან.


დაჯავშნა

გაწევრიანდით და მიიღეთ ინფორმაცია შატო მერეს სიახლეებისა და ღონისძიებების შესახებ.

მდებარეობა/მგზავრობა

შატო მერე ქ. თელავის მახლობლად, თბილისიდან დაახლოებით ერთი საათის სავალ მანძილზეა.